ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ და მეორე ობჩაში, სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა მოსახლეობას.
განადგურებულია სახნავ სათესი სავარგულები, ვენახები, ხეხილი, ასევე დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და რამდენიმე სახლის სახურავი. დაიტბორა საკარმიდამოები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამდრომდე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად ეცნობა სტიქიის შედეგებს.