15 წლის გოგონა,რომელიც მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე იყო.სასწავლებელი მარიამ ბოყოველის დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
,,უდიდეს ტკივილს განვიცდით ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე.
უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!,,-ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.
ფოტო-ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ფეისბუქ-გვერდი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთერთმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 60%.
„მიმდინარეობს და გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. რაც შეეხება, სტიქიის ეპიცენტრს, საძიებო სამუშაოების მიზნით, მიწის მასის 60% გადამოწმებულია.
18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები, კერძოდ ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარის კალაპოტების 54 კილომეტრიან მონაკვეთში.
რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული 4 ფრაგმენტი“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი დახმარებით დარეგულირდა მოხალისეთა საკითხი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით დარეგულირდა მოხალისეთა ჩართულობის საკითხი. ძირითადად მოხალისეები გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, გვარდიას და ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.