ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის შენობა,რომელიც 2 წლის წინ აშენდა,უკვე დაზიანებულია. ინფორმაციას,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, ავრცელებს .
,,სულ ორი წლის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა აშენდა.სკოლა მართლაც გამორჩეული იყო მთელ მუნიციპალიტეტში.სიხარული ნაადრევი გამოდგა,დღეს კიცხის სკოლა ასე გამოიყურება.ეს შემთხვევა პირველი არაა სკოლას ორჯერ შეუცვალეს სახურავი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კი ვითომ ბავშვებზე ზრუნავს,რაიონში არ არსებობს მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადახურული შენობა ,სადაც წყალი არ ჩამოდის.
კინოთეატრი დაბის ცენტრში, სცენაზე წვიმს. არ არის გათბობა,ბავშვებს სიცივეში უწევთ მომზადება,არადა ყველა გაჩუმებულია. ბავშვებს ვინ ჩივის ირაკლი კობახიძესაც აწვიმდა ერთი თვის თავზე კინოთეატრში პარტიულ შეხვედრაზე.,,-აცხადებენ ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში,,

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა.
ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.
ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები.
იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.
სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.