საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში.
პროექტის ფარგლებში ჭიათურაში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.
მიმდინარე მშენებლობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად მოინახულეს.
