ეგვიპტეში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ნანა ხორავა (პირადი მწვრთნელი ილია თვალოძე) ასპარეზობაში 6 მაისს ჩაერთო, 77 კილოგრამ წონითი კატეგორიის ატაცში სამივე ცდა უშეცდომოდ გამოიყენა და 108 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში ხორავამ 126 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.
