ქუთაისის ,,არესი” ,,დიდი 10”- ის ფინალში პირველად ითამაშებს.
,,არესმა” წინასწარ ფინალში თანაქალაქელი ,,აია” 33:22 დაამარცხა და 25 აპრილს ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” დიდი 10-ის ფინალში ,,ბათუმს” დაუპირისპირდება.
წინასწარი ფინალი 18 აპრილს ,,აია არენაზე” გაიმართა და დაძაბული გამოდგა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად სანდრო ფურცხვანიძის ჯარიმებით ,,არესი” დაწინაურდა 6:3; შემდეგ საბა ერემეიშვილის ლელომ ,,აიას” უპირატესობა მოუპოვა. თუმცა პირველი ტაიმი ,,არესის” გამარჯვებით - 18:8 დასრულდა.
მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ შეიცვალა ლიდერი - ოთარ გიორგაძის ორი ლელოსა და გიორგი ბაბუნაშვილის გარდასახვების შემდეგ წინ ისევ ,,აია” გავიდა -21:22.
გამარჯვებულის ვინაობა დასკვნით 10 წუთში გადაწყდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა შოთა ხელაძემ ორი ლელო გაიტანა და ,,არესს” ფინალისკენ გაუხსნა გზა - 33:22.
შოთა ხელაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მას სპეციალური პრიზი გადაეცა.
