ქუთაისში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე , საერთაშორისო ასპარეზზე.
2025 წლის საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში - საბა ინანეიშვილი, ძიუდო ( მწვრთნელი დავით თევდორაძე);
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ავთანდილ თუთბერიძე, მკლავჭიდი, ( მწვრთნელი ირაკლი გამთენაძე);

წლის საუკეთესო პარასპორტსმენი - ვახტანგ ახობაძე ( პარამკლავჭიდი. მწვრთნელი ირაკლი გამთენაძე);

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ნანა ხორავა, ძალოსნობა ( მწვრთნელი ილია თვალოძე);

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი- დავით მხეცაძე, კრივი ( მწვრთნელი ზაალ ჯავახაძე);
წლის საუკეთესო გუნდი- საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010";

წლის საუკეთესო მწვრთნელი- მერაბ ბაზაძე, ფარიკაობა;
წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი- გოჩა კირკიტაძე, ჭიდაობა.

წლის წარმატებულ სპორტსმენთა ათეული კი ასე გამოიყურება: დავით ლაშქარეიშვილი, ნიჩბოსნობა; გიორგი კანთელაძე, ნიჩბოსნობა; ანზორ წიწილაშვილი, პარამკლავჭიდი; იოანე ხვარეშია, ტყვიის სროლა; გიორგი მუმლაძე, ტყვიის სროლა ; თემური სიმსივე, ბ/რ ჭიდაობა; გიორგი გოგელაშვილი, ბ/რ ჭიდაობა; ირაკლი გობეჯიშვილი, ძალოსნობა; ზურა წიქორაძე, სუმო ; ნოდარ ბოჯგუა, მკლავჭიდი.

წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
