ქუთაისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გივი სარდანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სამბოში 2010-2012 წლებში დაბადებულთა შორის.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის, ლიტვისა და ესტონეთის გუნდები მონაწილეობდნენ. სულ საჭიდაო ხალიჩაზე 140-ზე მეტი სპორტსმენი გავიდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი სინჯის მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
ქუთაისელმა სამბისტებმა ტურნირზე 7 მედალი აიღეს.
პირველ ადგილზე გავიდნენ: დავით სანიკიძე და ნოდარ დავითაძე.
ვერცხლის მედალოსნები გახდნენ ამირან მარგველაშვილი და ლევან ლაკვეხელიანი.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: დათო სეფისკვერაძე, მათე ციბაძე და ანდრია კვიცარიძე.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და საქართველოს სამბოს ფედერაცია.
უკვე 20 წელია, რაც ქუთაისში გივი სარდანაძის სახელობის ტურნირი ტარდება. ბოლო ხუთი წელია მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. გივი სარდანაძე, როგორც მწვრთნელი, დღესაც აქტიურად მუშაობს, 61 წელია ,რაც სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა და საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს.
