შინდისის გმირების ქუჩა ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად. 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში. ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა.
შინდისის გმირების ქუჩა ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად. 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში. ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა.
26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაბა შორაპანში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
,, 25 თებერვალი მძიმე და მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. მძიმე, რადგან 100 წლი წინ, 25 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელიწადში, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლას იუნკერების დიდი ნაწილის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებმაც წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, თუმცა მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებული ქვეყანა დამარცხდა რუსეთის არმიასთან და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეულისთვის, რადგან ყოველთვის გვახსოვდეს საბჭოთა რუსეთის ვერაგი ქმედებები, მისი დაუცხრომელი სურვილი საქართველოში და საქართველოზე გაბატონების შესახებ და ჩვენი, ქართველების ვალი, რომ ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, სამშობლოს სიყვარული და ერთგული მოკავშირეების ყოლა ის აუცილებლობაა, რაც ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლისთვის აუცილებელია. პატივს მივაგებ 100 წლის წინ სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას, მათ არასოდეს მიუტოვებიათ სამშობლო და ამ სამშობლოს ვალია, გმირი იუნკერების ხსოვნისთვის საქართველო იყოს ყოველთვის დამოუკიდებელი, თავისუფალი და ღირსეულად წელში გამართული“ - ზვიად შალამბერიძე.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროშები დაშვებულია იმერეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
დღეიდან საქართველოში რამდენიმე შეზღდვა გაუქმდა.მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა.ასევე დღეიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
რაც შეეხება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროების მუშაობას, საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.
„სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, - განაცხადა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან ვ დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა.
დღეს ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა "ქართული მარშის"წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.ისინი "რიონის ხეობის მცველების"მიერ დადგმულ კარავთან მივიდნენ და მხარდაჭერა გამოთქვეს.მათი განცხადებით,"მარში"ინვესტიციის წინააღმდეგი არ არის,ოღონდ ეს ინვესტიცია ქვეყნისთვის სასარგებლო უნდა იყოს.პოლიტიკური პარტია გეგმავს,რომ კვირას დაანონსებულ აქციას შეუერთდეს.
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები 123-ე დღეა გრძელდება.აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი:…
ორშაბათი სექტემბერი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ…
ორშაბათი სექტემბერი 21
In განათლებაქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In სპორტიმართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა სრულდება. ყოვლადწმინდა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In რელიგიაბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის ტურნირზე, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა , ფინალში ამრეიკელი ბენ…
კვირა სექტემბერი 20
In სპორტისურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი:…
ორშაბათი სექტემბერი 21
In საზოგადოება19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოება