დღეს 100 დღე სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი პროტესტი იმართება. ქუთაისში,მერიის წინ,საღამოს 18:00 საათზე , ტრადიციულად, აქცია იგეგმება.
,,100 დღეა თბილისისა და ქუთაისის რუსთაველზე ისმის ქართველი ხალხის მტკიცე საპროტესტო ხმა:ვითხოვთ ახალ არჩევნებს!თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ქართველი ხალხის გასამარჯვებლად სიმტკიცე და ერთობა გადამწყვეტი იქნება.
7 მარტს, ჩვეულ ადგილას (მერიის წინ), 18:00 სთ.-დან გელოდებით ყველას საკუთარი უფლებებისთვის,სამართლიანობისთვის,ერთმანეთის სოლიდარობისთვის.,,-წერია ინფორმაციაში.