პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი მეორე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. ის მუსიკის პედაგოგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლაში მუშაობდა.
,,უკვე მეორე სამსახურდანაც- ნახვამდისო...მეტი დამაჯერებლობისა და მრავალფეროვნებისათვის, ამჯერად ჩაცუცქული მამების განცხადების საფუძველზე. დირექტორს აშანტაჟებდნენ ბავშვების სკოლიდან გაყვანით. კაი ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩემი დღის წესრიგისა და ცხოვრების გაკონტროლება.
რა საცოდავები ხართ თუ ხვდებით, ვინც ამ რეჟიმს ემონებით?! მე, ორი შვილის დედა, რომელიც ორივე სამსახურიდან გამიშვით ისე, რომ საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობაშიც არ მოსულხართ... ვერ წამაქცევთ! ბოლომდე შეგაკვდებით!,,-წერს სოფიო როინიშვილი.
სოფიო როინიშვილი მანამდე ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლიდან, 24 თებერვალს გაათავისუფლეს.