ჭიათურაში მაღაროელთა აქცია იმართება.,,ჯორჯიან მანგანეზში,, დასაქმებულები 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვენ. 2024 წლის ნოემბერში მომპოვებელმა კომპანიამ ქალაქში მაღაროები გააჩერა და დასაქმებულებს ჩვეული ანაზღაურების სამოც პროცენტიანი კომპენსაცია დაუნიშნა. კრიზისი სწორედ აქედან დაიწყო.
6 პუნქტიანი გეგმის მიხედვით,მაღაროელები მთავრობასთან შეხვედრას და ქალაქიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ.მათი მოთხოვნით, მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით უნდა შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის. მეოთხე პუნქტის მიხედვით, ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა დაწესდეს,რომელიც მოემსახურება მოსახლეობას.მაღაროელები მარგანეცის ღია კარიერული წესით მოპოვების მკაცრად გაკონტროლებასა და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის სამართლიანად ანაზღაურებასაც ითხოვენ.
.