დღეს 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო პროცესი.
საქმეს მოსამართლე, ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. პროცესს ადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელიც დაესწრება.
აღნიშნულ სხდომაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის,
აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების გადასინჯვის და
საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.