დიდთოვლობის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემა 79 სოფელში შეიქმნა.ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გასაწმენდია 2 სოფლის ცენტრალური გზა,სადაც სამუშაოები მიმდინარეობს.
„სტიქიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. ამ ეტაპზე ყველა სამსახურსა და თანამშრომელს მოვუწოდებ, მაქსიმალური ძალისხმევით გააგრძელონ მუშაობა, რათა მოსახლეობას სწრაფად დავუბრუნოთ სტაბილური გარემო.“ – კობა ლურსმანაშვილი,ხარაგაულის მერი.
ხარაგაულში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა.