,,თავისუფლება სინდისის პატიმრებს,,-მარში ხვალ ქუთაისში, 19:00საათზე გაიმართება. მსვლელობა ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მიმართულებით მოეწყობა. შეკრების ადგილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაა.
,,53 სინდისის პატიმარი ივანიშვილის ციხეშია. მათი გათავისუფლება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
ამიერიდან, ყოველ პარასკევს, მათდამი სოლიდარობის ნიშნად და გათავისუფლების მოთხოვნით მოვაწყობთ მარშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
პირველი მარში 24 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება. მარშზე შევიკრიბებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბნელები, კოლეგები, თანამოაზრეები და ივანიშვილის და მის ქვეშევრდომებს ხმამაღლა გავაგონებთ ჩვენი წინააღმდეგობის ხმას.
შემოგვიერთდით და შეუერთე შენი ხმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას!,,- წერია ინფორმაციაში.
სოლიდარობის მარში ქუთაისის გარდა თბილისში,ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.