✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.