საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმეს გზის მონაკვეთზე შეზღუდვა წესდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.