სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ქუთაისის სამოქალაქო სასამართლომ (მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე) 2500 ლარით დააჯარიმა.
,,ცირკი შაპიტო გრძელდება .დაკავების ოქმი შედგენილი იყო სამი პოლიციელის გინებაზე, დღეს ისე გამოვიდა რომ გზის გადაკეტვისთვის დამიწერეს 2500 ლარი.,,-მიშიკო მუმლაძე.
მიშიკო მუმლაძე ქუთაისში, 28 ნოემბერს გამართულ აქციაზე ძალის გამოყენებით დააკავეს.