ხონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ბარის ზონის სოფლებში ( ნახახულევი, კონტუათი, საწულუკიძეო, ქუტირი, ივანდიდი, პატარა ჯიხაიში, გოჩა- ჯიხაიში, გუბი, კუხი, ) დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საგზაო ინფრასტრუქტურა, 80- მდე ოჯახს წყალმა პირველი სართულები და სარდაფები დაუზიანა.
ადმინისტრაციული ერთეულების უმეტეს ნაწილსა და ქალაქის გარკვეულ უბნებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. (მერიის ცხელი ხაზი : 595 33 25 44)
საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ სათესი სავარგულები დაიტბორა სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც.
თოვლმა და უხვმა ნალექმა, პრობლემები შექმნა ქალაქ ზესტაფონის უბნებსა და რიგ სოფლებში.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებელის ქუჩის დასასრულს (ე.წ. გვირაბი) არსებული, პრობლემური, ტერიტორია ამ დროისთვის უხვი ნალექისგან გათავისუფლებულია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა თოვლმა ქალაქსა და სოფლებში პრობლემები შექმნა.
ჭიათურასა და 60- ვე სოფლის მოსახლეობას დილიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.მუნიციპალიტეტში ჩაიკეტა მისასვლელი გზები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.