საქართველოში უამინდობაა. მთელ ტერიტორიაზე წვიმა,თოვლი და ქარია.მოძრაობა შეფერხებულია რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ინტენსიურად თოვს.მოქალქეები სოციალურ ქსელში გადაადგილების სირთულის და საცობის შესახებ წერენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,უამინდობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.