პროექტ „ ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში მოხატული კედელი გასულ წელს დააზიანეს. გრაფიტის ავტორი, ფრანგი არტისტი ვინი მასონი გამოეხმაურა ამ ფაქტს და განაცხადა, რომ ის აღადგენდა ნახატს.
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ვინი მასონი ქუთაისში ჩამოვიდა და დაზიანებული გრაფიტი სრულად განაახლა. კედლის მოხატვა-რესტავრირებაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა.
მხატვარს მუშაობის პროცესში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ესტუმრა, მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.