წერეთლის ქუჩის ნაწილი რეაბილიტაციის გამო ერთი თვით იკეტება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 15 სექტემბერს ქუთაისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.პირველი ეტაპის ფარგლებში 15 სექტემბრის 01:00 საათიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან ფოთის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთი ერთი თვით დაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.