"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო შეკრების დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ პერფორმანსი მოაწყო. როგორც თავად აცხადებს, პერფორმანსით მან სამოქალაქო პროტესტი გამოხატა.
,,სახლში გავამზადე რუსებისთვის საყვარელი სლავური კერძი ბორში და მივიტანე აქციაზე ქალაქის მოედანზე(სადაც იწყებოდა მათი აქცია) პლაკატით "რუსული ბორში პრორუსებისთვის,, . ეს ქალაქი არ უჭერს ანტიდასავლურ, მოძალადე, რუსეთისგან დაფინანსებულ, ქოცების სატელიტ პოლიტიკურ პარტიას ".- წერს ფეისბუქპოსტში აკაკი საღინაძე