ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლაჯანასთან საავტომობილო გზა გახსნილია-ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მეწყერი ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე გუშინ ჩამოწვა, რამაც (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის) დამაკავშირებელი მაგისტრალზე, სოფელი ლაჯანის მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალის ჩახერგვა გამოიწვია.
ამ დროისთვის ჩაკეტილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ი. (სოფ.დიზი) სადაც ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდიანრეობს გაწმედნითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.