„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოხვდა იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაცია . დოკუმენტში წერია, რომ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “სასარგებლო წყალი ნაბეღლავი” - 100% წლის მფლობელი და დირექტორი და შპს “ჯორჯიან ფეროელოის” - დირექტორი. ლევან კიკნაველიძე ასევე არის შპს “გამა 222” - 50% წილის და შპს “ალიანსი 222” - 30% წილის მფლობელი, ეს ინფორმაცია მან ასახა დეკლარაციაშიც, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია. ლევან კიკნაველიძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი ს.პ.ს “ძიგრაშვილი და კონსალტინგ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა. .
იმერეთის გარდა, დოკუმენტში მოხვდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძე, ალექსანდრე მოწერელია,რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას 2018-20 წლებში იკავებდა,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე გიორგი გონაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე,ირაკლი ქადაგიშვილი , რომელიც კახეთის სახელმწიფო რწმუნებული იყო 2016-2020 წლებში და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე .
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.