წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. მერიის, საკრებულოს და ა.(ა).ი.პ.ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების თანამშრომლებმა, ქალაქ ბაღდათში , საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ, მდინარე ხანის წყლის სანაპირო, ხოლო ვარციხეში ანანოვების სასახლიდან, ქალაქ ბაღდათის კახიანის ქუჩის ჩათვლით არსებული ტერიტორია სხვადასხვა სახის ნარჩნებისგან გაასუფთვეს.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან აღინიშნება.