21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა,რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა,ხოლო 2011 წლიდან გაერომ მოუწოდა ყველა ქვეყანას,ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიაში.
დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომით გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა.სწორედ ამიტომ აღინიშნება წლის მესამე თვის 21-ე დღეს,ანუ 21 მარტს.
მთავარი მიზანი კი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად.
COVID-19-ის პანდემიამ კაცობრიობა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა განსაკუთრებით კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რადგან სოციალური დისტანცირებამ და ლოკდაუნმა შშმ პირებისათვის დამატებითი ბარიერები წარმოშვა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.
სწორედ ამიტომ, 2021 წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მთავარ გზავნილს საკომუნიკაციო გზებზე ყურადღების გავამახვილება წარმოადგენს, რათა დაუნის სინდრომის მქონე თითოეულმა ადამიანმა საზოგადოებასთან ერთად შეძლოს თანასწორუფლებიანი ცხოვრება.