ქუთაისის ყვავილების ბაზრის დირექცია , ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, ყვავილებით გარემოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას სთავაზობს. მოვაჭრეები ერთი თვის მანძილზე სავაჭრო ადგილის მოსაკრებელსარ გადაიხდიან , ხოლო მომდევნო თვეებში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.
შეგახსენებთ, ყვავილებით მოვაჭრეებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობა აუკრძალა და ე.წ. ყვავილების ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა მოთხოვა. საპასუხოდ მოვაჭრეებმა აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ 9 თებერვალს გამართეს.