პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა უშუალოდ ჩავიდნენ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე და მოსახლეობის წუხილს პირადად გაეცნონ, ,,რიონის ხეობის მცველები,, ეხმაურებიან.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ დიალოგი დიალოგისთვის უნდა იყოს, ვერანაირი შედეგი ვერ იქნება.
კომუნიკაციის საჭიროებას რომ ხედავენ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის და მივესალმებით, მაგრამ კომუნიკაცია არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის და შინაარსის და შეხვედრას უნდა მოყვეს ადეკვატური ნაბიჯები მათი მხრიდან. ის მოთხოვნები, რაც გვაქვს, ძალაშია ყველაფერი და ამ ნაწილში არანაირ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ, მაგრამ შემდგომი დიალოგის გაგრძელებისკენ ვართ ორიეტირებულები. ამ დისკუსიაში უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე და თავისი სათქმელი ყველამ უნდა დააფიქსიროს.,,-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობაში პროტესტი 131 დღეს აგრძელდება. მოსახლეობა ითხოვს, არ აშენდეს ნამახვაჰესი და ხეობა დატოვოს კომპანია ,,ენკამ,,