ინიციატივას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. თუ დამტკიცდა, სტუდენტები შეღავათებით ისარგებლებენ. კონკრეტულად, რა რაოდენობის თანხა შეიძლება იყოს განსაზღვრული, ჯერ უცნობია. ინიციატივას საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისს გადმოსცა 36 ახალი ავტობუსი, და მუნიციპალიტეტმა აუნდა დაიწყო იმ საშეღავათო ტარიფებზე მუშაობა, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების ტრანსპორტით მგზავრობის შერავათებს ამაზე დავიწყეთ მუშაობა, გვექნება ინიციატივის განხილვა, თუმცა რა ფორმით იქნება შეღავათები , ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი,,-აცხადებს აკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე.
სტუდენტებისათვის ტრანსპორტზე 50%-იანი შეღავათის დაწესებას ერთი წელია ითხოვენ „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.