გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენის პროცესი დასრულდა.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეც. ტექნიკის გამოყენებით მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვ. მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი სათანადო წესით დაეფინა. სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას კლუბ თეთნულდის მეკლდეურეები და სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდნენ.