საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ადასტურებს გელათის მონასტრის სახურავის დაზიანების მორიგ ფაქტს. სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ,, ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.,,
მათივე ინფორმაციით, დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია.,, აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს.,,
ინფორმაცია გელათის ტაძრის სახურავის მორიგი დაზიანების შესახებ ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას ,, წარმომადგენელმა გაავრცელა. თორნიკე ბარათაშვილი გელათის მონასტრის უხარისხო გადახურვის საკითხს და დაშვებულ შეცდომებს უკვე დიდი ხანია აპროტესტებს.