ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, რა დროსაც დაიღუპა საწარმოს მუშა, ინფორმაცია აქვთ საქართველოს პროფკავშირებში.იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე ამბობს, რომ მეტალურგიულში შრომის უსართხოება დაცული არ არის და ქარხანამ მუშაობა მინიმუმ ვითარების გამოსწორებამდე უნდა შეაჩეროს.
,, არის ძალიან დიდი გამონაბოლქვი, რასაც 10-12 საათის განმავლობაში სუნთქავენ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ არიან აღჭურვილები არანაირი დამცავი საშალებებით. არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელიც ორჯერ იყო შემოწმებაზე მისული და გამოავლინა ძალიან მძიმე , შეუსაბამო დარღვევები საწარმოში და მისცა გაფრთხილება . გატარდა შესაბამისი სანქციები, თუმცა, როგორც ჩანს ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა და მივიღეთ ეს ფაქტი.ჩვენი მოსაზრებით მეტალურგიულ ქარხანაში არის კრიტიკული შეუსაბამობები და საწარმოს მუშაობა დროებით მაინც უნდა შეჩერდეს, სანამ არ აღმოიფხვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები,, აცხადებს ირაკლი მხეიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი .