უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბაშში.სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზარალდა 15 ოჯახი. ზარალის დათვლა აწი დაიწყება.
,,მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა თუკი ნალექი გაგრძელდება, არის საშიშროება, რომ ვითარება უფრო დამძიმდეს. ვართ მზადყოფნაში,რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას.- ,, აცხადებს ვალერიან ფოცხვერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.