ქუთაისში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩის ნაწილი.მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ. დატბორილია 37-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.
,,დიდი ხანია ეს პრობლემა გვაქვს. მთავარი, რაც გვაწუხებს, არის ის, რომ არ გვაქვს სანიაღვრე არხი. შარშან რამდენიმე ადგილას გაკეთდა სანიაღვრე, თუმცა ეს ბოლო ადგილი დარჩა გაუკეთებელი. წვიმის დროს ნიაღვარი მოდის და წყალი აქ გროვდება.,, აცხადებს შილაკაძე გიორგი, ადგილობრივი მცხოვრები.
,,იყავით მერიაში, მუნიციპალიტეტში, მაგრამ არავინ არ მოსულა . იძახიან დღეს გავაკეთებთ, ხვალ გავაკეთებთ, მაგრამ შედეგი ნოლი ,,-ამბობს ზურა ჩუბინიძე, ადგილობრივი მცხოვრები.