გელათის მონასტრის არქიმანდრიტს,იოსებ ბურჯანაძეს შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ.
გელათის მონასტრის არქიმანდრიტს,იოსებ ბურჯანაძეს შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე.
მამა იოსები გელათის მონასტრის სტუმრების სენაკში გაჩენილი ხანძრისგან 16 იანვარს მძიმედ დაშავდა.ის თავდაპირველად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა,რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.მამა იოსების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.
ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს–მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. პატარებისთვის რევაზ ლაღიძის…
ხუთშაბათი ივნისი 01
In საზოგადოებაქალთა ფონდ ,,სოხუმის,, ფორუმ თეატრის და თოჯინების თეატრის ახალგაზდული დასის სტუმრობა წალენჯიხის კულტურის ცენტრისთვის უკვე…
ხუთშაბათი ივნისი 01
In გენდერიპირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. world vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს, ქუთაისის…
ხუთშაბათი ივნისი 01
In საზოგადოებაბავშვთა საერთაშორისო დღე საერთაშორისო დღესასწაულია,რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე 1925 წელს დაარსდა. მსოფლიოს…
ხუთშაბათი ივნისი 01
In საზოგადოებადღეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ნინოობას ქართული მართლმადიდებლური…
ხუთშაბათი ივნისი 01
In რელიგიადღეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ნინოობას ქართული მართლმადიდებლური…
ხუთშაბათი ივნისი 01
In რელიგიამორწმუნეები უფლის ამაღლებას აღდგომიდან მე-40 დღეს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ერთ…
ხუთშაბათი მაისი 25
In რელიგია14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს…
კვირა მაისი 14
In რელიგიადღეს საქართველოში, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და ასევე, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ანდრიას, პეტრე…
პარასკევი მაისი 12
In რელიგიამართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა სრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე…
შაბათი მაისი 06
In რელიგია