მოწამეთობა,იგივე ორწიფობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში ყოველწლიურად15 ოქტომბერს აღინიშნება.
მოწამეთას მონასტერში ამ დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს მურმან ყრუს შემოსევის დროს,მერვე საუკუნეში .მართლმადიდებელმა ეკლესიამ არგვეთის მთავარები წმინდანებად შერაცხა.