27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.
ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი.
ჯვართამაღლებას ეკლესია ძველი სტილით 14,ახალი სტილით კი 27 სექტემბერს დღესასწაულობს.