მართლმადიდებელი სამყარო 2ივნისს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.
მაცხოვრის ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება .
წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილებს აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
სახარების მიხედვით, ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა.
ამაღლების დღესასწაული მოძრავია, 30 აპრილიდან 3 ივნისამდე პერიოდში აღინიშნება, ყოველთვის ხუთშაბათ დღეს.