დღეს დიდი ხუთშაბათია.ქრისტიანებისთვის ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა.
სწორედ ამ დღეს ამცნო იესომ მოწაფეებს,რომერთ-ერთი მათგანი მას გასცემდა . სახარების მიხედვით,დღევანდელ დღეს დაწესდა ზიარება.
ფეხთბანის წესი ,ბაგრატის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქუთათელ -გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ აღასრულა .
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა მირონის კურთხევა შეიძლება.