„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას“, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. კლეიტონი მოუწოდებს პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, გამბედაობა გამოიჩინონ და შეუერთდნენ დოკუმენტს, რადგან ეს საქართველოს მომავლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
,,როგორც მანამდე ვთქვი, ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ სრულად მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და მისი მომავლისთვის. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრესისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად. ბრიტანეთი ამას სრულად უჭერს მხარს“-განაცხადა მარკ კლეიტონმა.