- პოლიტიკა
- გადასვლები: 676
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულების ხელმძღვანელად ნინო რობაქიძე დაინიშნა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ყავს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ყავს.
წელს ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა.
„მინდა ვთქვა, რომ წელს ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა, ამ მიზნით, შეგახსენებთ, რომ ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომავალი სამი წელი, მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბულირებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე! მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს 14 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს,სადაც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.სხდომას კორონავირუსის დადასტურების გამო ორი დეპუტატი ონლაინ დაესწრება.ეს დეპუტატები არიან მერაბ ჭოხონელიძე და ბექა ქებულაძე.
დილით ბიუროს სხდომაზე კვორუმი ვერ შეიკრიბა ,რის გამოც ერთი დეპუტატი სხდომათა დარბაზში დისტანციურად სახლიდან ჩაერთო.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგა შუშანიამ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დეპუტატის ონლაინ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ყველა დეპუტატს გავლილი აქვს PCR ტესტირება უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში. ამასთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებში ონლაინ მონაწილეობის საშუალებას.
ჯანდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:
"მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მოკლე ვადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მომავალი მინისტრი მანამდე ტერაბანკში, "კორ-სტანდარტ ბანკსა" და "ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი, და "დელტას" ხელმძღვანელი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.
ახალი მინისტრის დანიშვნამდე ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისელთა საყოველთაო გაჭირვების, ქალაქში მოუგვარებელი პრობლემების ფონზე აპროტესტებს ქ.ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა.ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
2 მაისს, „ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოება2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებადღრს ქუთაისში,ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია-კონცერტი იგეგმება.საპროტესტო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. , ,ქართველი ხალხის…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოება"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და…
ორშაბათი აპრილი 29
In გენდერიმართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე…
კვირა აპრილი 28
In რელიგიადარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს…
ხუთშაბათი აპრილი 25
In პოლიტიკახვალ, 24 აპრილს, 17:00 საათზე, ქუთაისში,მონ-პლაზირის თაღთან, რუსული კანონის საერთო საზოგადოებრივი განხილვა გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, დისკუსიაზე…
სამშაბათი აპრილი 23
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზალცლანდის ოლქთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
ხუთშაბათი აპრილი 18
In პოლიტიკაქუთაისის მერია 100 ათასი ლარით ზრდის ხარჯებს, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები- ეს…
შაბათი აპრილი 13
In პოლიტიკაიმერეთში 2012 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახევრება, გაზრდილი მიგრაცია და უმუშევრობა-ამ თემაზე ერთიანი ნაციონალური…
შაბათი აპრილი 06
In პოლიტიკა