ხვალიდან ქუთაისის ახლად არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი საქმიანობას შეუდგება. როგორც მერიის იურისტმა, ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, მერი თანამდებობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს იკავებს.საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი 29 ნოემბერს შედგა, ხვალიდან კი 9 დეკემბერიდან ქალაქს ახალი პირველი პირი ეყოლება.
რაც შეეხება მერის მოვალეობის შემსრულებელს, ხვალიდან დავით ერემეიშვილი კვლავ პირველი მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.