ქუთაისის #59 საუბნო საარჩევნო კომიისიაში შესული საჩივრების განხილვა უკვე დასრულებულია. როგორც კომისიის მდივანი ლარინა ლალიაშვილი აღნიშნავს, ჯამში 77 საჩივარი შევიდა, საიდანაც მათი მხოლოდ ნაწილი დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მიუხედავად ბოიკოტისა, ბიულეტინებში პირველ ტურში გასული ყველა კანდიდატის სახელი დაფიქსირდება.21 ნოემბერს ქუთაისში საპარლამენტოსთან ერთად მერის არჩევნებიც იმართება.