ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა.იოსებ ხახალეიშვილი თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. როგორც ხახალეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დაწერა,თანამდებობიდან მიდის,თუმცა,,ქართული ოცნების,, გუნდის წევრად რჩება.
ყოფილი მერი მიდის ქალაქიდანაც-ის მუშაობას თბილისში,პარტიული კუთხით გააგრძელებს.
მერის მოვალეობას თვითმმართველობის არჩევნებამდე,მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს. ერემეიშვილი 2019 წლიდან დღემდე მერის პირველი მოადგილე იყო.თვითმმართველობის არჩევნები 2025 წელს გაიმართება.
იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობაზე 2020 წლიდან მუშაობდა.
მანამდე კი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტი ეკავა .
წლების განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში.