,,გეიარ-გამეიარე,,-ასე ქვია აპლიკაციას,რომელიც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა,DMO იმერეთმა შექმნა.აპლიკაციის სახელმა კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა.აღნიშულს ქუთაისის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,, გიგა შუშანია გამოეხმაურა.მან ბრიფინგი გამართა.,,ქუთაისელთა შეუაცხყოფა"-ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ,,გეიარ-გამეიარე,,
,,ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა,რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს მილიონ ნახევარი ლარით, ჯერ 50 ათასი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის -,,ქუთაისი ქალაქია,, და ახლა უფრო შორს წავიდნენ.105 ათასი ლარი გამოყვეს ბიუჯეტიდან და უცხოელი ტურისტებისთვის შექმნეს აპლიკაცია,რომელსაც არც მეტი,არც ნაკლები დაარქვეს ,,გეიარ-გამეიარე,, .ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა. ეს კარგად აჩვენებს ივანიშვილის და მისი პარტიის დამოკიდებულებას ქუთაისელებისადმი.ჯერ ამ ქალაქს წაართვეს პარლამენტი,ფუნქცია,ხალხი გარბის ქალაქიდან,მეოთხე ადგილზე ვართ უკვე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და ახლა ქუთაისს დაუსვეს მერი,რომელმაც არც საკუთარი ქალაქის ისტორია იცის,არც მის კულტურას იცნობს და ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილებებით არის დაკავებული.ნამდდვილად თვითონ არის გეიარ-გამეიარე,ხან ერთ რესტორანში გეიარს,ხან მეორე რესტორანში გამეიარს.არაფერი მას არ ეხება,გარდა ბიუჯეტის ხარჯზე ჭამა-სმისა,,-განაცხადა,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.