იმერეთში 2012 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახევრება, გაზრდილი მიგრაცია და უმუშევრობა-ამ თემაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.პარტიის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა მედიას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა.
,,საქართველოში 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24 პროცენტით შემცირდა, იმერეთში 2012 წელს 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი ინვესტიციები, 2023 წელს კი 20 მილიონია.ეს პირდაპირ ნიშნავს გაზრდილ უმუშევრობას და მიგრაციას და რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. რუსული კანონის მიღება კი ამ პროცესს უფრო დააჩქარებს და ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანს,,-თემურ ცამციშვილი.