ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 115 510.7 ათასი ლარი დაამტკიცა. საკრებულოს უმრავლესობის თქმით,ბიუჯეტში გათვალისწინებულია ის პროექტები, რომელიც საჯარო განხილვისას მოქალაქეების მიერ პრიორიტეტად იქნა დასახელებული.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024წლიდან სამგზავრო ტარიფიდან გათავისუფლდებიან ააიპ ,,სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თანახმად გასაკეთებელი ობიექტების ნუსხას დაემატა ორი ობიექტი - მე-11 სპორტული სკოლის რეკონსტრუქცია/მშენებლობა და მე-17 სპორტსკოლის კრივის დარბაზების და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.
მომდევნო წლიდან გაიზრდება ქუთაისის მერის ხელფასი. იოსებ ხახალეიშვილის ანაზღაურება მომავალი წლიდან 5 500 ლარის ნაცვლად 6 650 ლარი იქნება.
საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ოპოიციამ დატოვა.
.