მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში(სამტრედია, ვანი,ტყიბული)გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სააგენტო,,აქტორი,, დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ შესყიდვების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
კანონმდებლობის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ან, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა იმავე შემსყიდვლისგან შეძენა, ან ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები და ან როდესაც მომსახურების გაწევა/სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა.
გამარტივებული შესყიდვებს თან ახლავს კორუფციის უფრო მაღალი რისკები, ვიდრე ეს სხვა ტიპის ტენდერების შემთხვევაში ხდება ხოლმე. გამარტივებული შესყიდვა პირთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმებულ ხელშეკრულებას გულისხმობს, შესაბამისად, არ ითვალისწინებს კონკურსის კომპონენტს და იზრდება რისკი, რომ პრეტენდენტში გარდა კომპოტენციისა სხვა გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან 2023 წლის მაისამდე ჯამში 221 გამარტივებული შესყიდვა ჩატარდა. გამარტივებული შესყიდვები გამოცხადებულია ისეთი მომსახურებებისთვის, როგორებიცაა “სააღდგომო საჩუქრების მიწოდება”, “A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის მიწოდება”, “საოფისე ავეჯის მიწოდება” და ასე შემდეგ.