,,უსმართლო სასამართლომ გამამტყუნებელი ე.წ განაჩენი გამოიტანა,,-ასე შეაფასა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გველესიანმა სასამართლოს გადაწყვეტილება.დღეს ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი 2 000 ლარით დააჯარიმეს.გიორგი გველესიანი ბათუმში იმ დროს დააკავეს,როცა ის რუსული ლაინერის და ტურისტების ზღვისპირა ქალაქში შესვლას აპროტესტებდა.
,,მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე დაეყრდნო ცრუ ე.წ მოწმე პოლიციელების ჩვენებას.
ერთ ერთი ე.წ მოწმე პოლიციელი, მარად მელქაძე ,რომელიც თვალითაც არ მინახავს, იძახის ,გიყურებდი რომ გვაგინებდიო, ასევე რუსი თან ტურისტების მიმართულებითაც იგინებოდიო. ბოლოს ,როდესაც დაამთავრა დაზეპირებული ცრუ ტექსტის მოთხრობა, შევეკითხე რა ფერის მაისური მეცვათქო, ლურჯიო, არადა თეთრი მაისური მეცვა , რომელიც გდდს თანამშრობლემა შემომახიეს ფაქტიურად. შსს იურისტმა ე.წ მოწმის ეპიზოდს მაისურთან დაკავშირებით, კოპებშეყრილმა სერიოზული სახით განმარტა, რომ ამერიკის დროშა რომ ჰქონდათ მოხვეული, ლურჯი ფერია დომინანტურიო .ესეც სიცრუეა. ამერიკის დროშა კი მქონდა მოხვეული, მაგრამ ლურჯი ფერი დომინანტი არ არის.
პ.ს ბრძოლას ვაგრძელებთ. არავის ქონდეს განცდა ,რომ ამ სიყალბეს და ფარსს შევეგუებით. პოლიციამ ჩემს მიმართ დაარღვია კანონი, რომელიც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფაში პუტინის და რუსი პროპაგანდისტების გამო!
სისტემა არის მოძალადე ,რომელიც ყველაფერს აკეთებს საღი აზრის ჩასახშობად, თუმცა სანამ ამ ქვეყანაზე ვარ , არასდროს დავიხევ უკან უსამართლობასთან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით! სოლიდარობა ჩემს თანამოაზრეებს.
იცნობდეთ ცირკი შაპიტოს შემსრულებელს- ალექსანდრე გოგუაძეს. ის სამშობლოს სიყვარულისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ხალხს სჯის უმიზეზოდ პუტინის და რუსების მაამებლად!,,-გიორგი გველესიანი.